კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების კომპანია ბილაინმა დღეს თუშეთის მოსახლეობას სახალხო დღესასწაული ,,მეცხვარის დღე - თუშეთობა 2016“ მიულოცა და მეცხვარეებს საჩუქრად მობილური ტელეფონები გადასცა .
ბილანი ასრულებს თავის პირობას და აქტიურად აფართოებს დაფარვის არეალს. კომპანიის ქსელით სარგებლობა შესაძლებელია თითქმის მთელ საქართველოში, მათ შორის, თუშეთშიც .
ქვეყნის ტურისტული მიმართულებების განსაკუთრებით გააქტიურების პარალელურად, ბილაინი ცდილობს, რომ საუკეთესო ხარისხის დაფარვის ზონა შესთავაზოს აბონენტებს იქ, სადაც ტურისტული ნაკადი განსაკუთრებით იზრდება და ამგვარად შეუწყოს ხელი რეგიონს ამ დარგის განვითარებაში, რადგან მობლური კავშირი ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვენლოვანი ფაქტორია .
„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, თუშეთის მოსახლეობისთვის გადავეცა მცირედი საჩუქრები და რომ ამ გზით შეგვიძლია მათ გავუმარტივოთ კომუნიკაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის„ გიორგი ტყეშელაშვილი ბილაინის გენერალური დირექტორი.