საქართველოს პემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერაზე დღეს ამბროლაურში ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთვარობა მამისონის უღელტეხილზე გადამავალი გზის მშენებლობის დაწყებას განიხილავს.
ამასთან, როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა აგრძელებს სვანეთში სათხილამურო და ტურისტული ინფრასტუქტურის მოწყობის ხელშეწყობას.
"სვანეთში ჩვენ გავაგრძლებთ მხარდაჭერას, რათა როგორც მესტიაში, ჰაწვალში გაგრძელდეს სათხულამურო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე თეთნულდის სათხილამურო ტრასების მიმდებარედ განვითარდეს სასტუმრო კომპლექსები, აუცილებლად გაკეთდება ქუთაისიდან სვანეთისკენ მიმავალი გზა. ჩვენ ასევე, სერიოზულად ვიხილავთ მამისონის უღელტეხილზე გადამავალი გზის მშენებლობას, რათა ამ რეგიონმა მაქსიმალური შვება ნახოს დამატებული ტურისტული ნაკადებით",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.