დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა) იპ აგროსერვის ცენტრის ღვნის სახლი მოინახულეს. ღვინის სახლში განთავსებულია რეწვის ნიმუშები, საგამოფენო დარბაზი და ეთნოგრაფიული კუთხე. გარდა ამისა ღვინის სახლს ტურისტული დანიშნულებაც აქვს. მასში ამოქმედდება საინფორმაციო ცენტრი, სადაც აგროტურიზმით დაინტერესებულ პირებს აჭარის რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. აქვე მოხდება ფერმერებისა და მეწარმეების სწავლება კონსულტირება ღვინის დაყენების ტექნოლიაში. გამოყენებული იქნება სასოფლო-სამეურნეო კუთხე, სადაც ქართული პროდუქცია იქნება გამოფენილი.
ასევე თავმჯდომარემ და მინისტრმა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში საადრევო სასუფრე ყურძნის ჯიშებიდან მოსავლის აღებაში მიიღეეს მონაწილეობა. გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობა 5 ჰა ფართობზე 32-მდე ქართული და უცხოური ვაზის ჯიშია გაშენებული. აქ წარმოებული სასუფრე ჯიშები ჩაანაცვლებს ყურძნის იმპორტს და ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სანერგე მეურნეობაში დაგეგმილია უძველესი ყურძნის ჯიშების გაშენება. მიმდინარე წელს აგროსერვისცენტრმა ადგილზე აწარმოა 3000 ძირი სასუფრე ვაზის ნერგები რომლებიც მინიმალურ ფასად ფერმერებზე იქნა გაცემული.
ზურაბ პატარაძემ და ლაშა კომახიძემ აგრეთვე დაათვალიერეს ხეხილის სანერგე მეურნეობა, მოინახულეს მაღალტექნოლოგიური ტკბილი წიწაკის და მარწყვის სასათბურე მეურნეობა. ხელოვნური განაყოფიერების სადგური და ნიადაგის აგროქიმიური კვლევის მინი ლაბორატორია. ასევე გაეცნენ მშრალი ხილისა და (ჩირის) წარმოების ტექნოლოგიებს და სამაცივრე მეურნეობას.