საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 7 თვეში 3,400,335 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით10.6%-ით მეტია, რაც უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა, - აცხადებენ ტურიზმის დეპარტამენტში. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 1,401,914 შეადგინა, რაც 208,436-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით (ზრდა+17.5%)
საერთაშორისო შემოსვლები ტიპების მიხედვით (2016 წლის იანვარი-ივლისი)
ვიზიტის ტიპი
|
2015: 7 თვე
|
2016: 7 თვე*
|
ცვლილება
|
ცვლილ. %
|
24 საათი და მეტი (ტურისტი)
|
1,193,478
|
1,401,914
|
208,436
|
17.5%
|
ტრანზიტი
|
719,611
|
672,317
|
-47,294
|
-6.6%
|
ერთდღიანი ვიზიტი
|
1,160,119
|
1,326,104
|
165,985
|
14.3%
|
სულ
|
3,073,208
|
3,400,335
|
327,127
|
10.6%
|
2016 წლის იანვარი - ივლისის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+15.1%), თურქეთიდან (+1.6%), სომხეთიდან (-0.8%), რუსეთიდან (+10.3%) და უკრაინიდან (+24.3%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივლისში გამოირჩნენ სლოვაკეთი +32.8%, ლატვია +25.1%, უნგრეთი +21.4%, ჩეხეთი +19.5% და იტალია +16.5%. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან იორდანია (+472%), ირანი (+457%), პაკისტანი (+455%), ინდოეთი +(347%), შრი-ლანკა (+239%), სირია (+190%), ფილიპინები (+186), ეგვიპტე (+176%) და ომანი (+163%).
რეკორდული გამოდგა ივლისის თვეც, 2016 წლის ივლისის თვის მონაცემებით საქართველოს 764,022 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 26,124-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +3.5%)-ია.
ივლისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 390,234 შეადგინა, რაც 53,368-ით მეტია 2015 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +15.8%).