დღეს ”ბათუმი ცენტრალში” ორსართულიანი, ელექტრომატარებლების პრეზენტაცია გაიმართა.
ორსართულიანი მატარებლები, თბილისი-ბათუმის მიმართულებით, მომავალი კვირიდან იმოძრავებს.
ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის ახალი მოდელის ელექტრომატარებლები მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს და მათი ტექნიკური მონაცემები საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს შეესაბამება.
მატარებლები სრულად მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე.
მატარებელს ერთ რეისზე 400 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.