მწარმოებელთა ფედერაცია ფინანსთა მინისტრს მასპინძლობს. ეს იქნება ფედერაციისა და მინისტრთა კაბინეტის წევრის პირველი შეხვედა და მასზე ნოდარ ხადური ამა თუ იმ დარგში წარმოქმნილ პრობლემებს თავად ბიზნესმენებისგან მოისმენს.
ბიზნესმენებისა და მინისტრის შეხვედრა ხვალ, 22 ივლის ბელიაშვილის # 8-ში, ე.წ. მიონის ბიზნესცენტრის შენობაში გაიმართება.
დასაწყისი 12 საათზე.