თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლები კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ, სადაც სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის გადადგომას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დავით კინწურაშვილს თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში, არც ერთი ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.
„მთელი ორი წელიწადი ტყუილებით გაიტანა, მაგრამ არაფერი. ყოველ ორ-სამ თვეში გვქონდა კომუნიკაცია, მაგრამ ეს კომუნიკაცია მთავრდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ტყუილებით და დაპირებებით, არაფერი არ კეთდებოდა, რამაც წაიყვანა თეატრი უკან. ამას ჩვენ ვაპროტესტებთ და სანამ არ დატოვებს დავით კინწურაშვილი თანამდებობას, მანამ ჩვენ სეზონს არ დავხურავთ და არ მივიღებთ სპექტაკლებში მონაწილეობას,“- აცხადებენ აქციის მონაწილეები.