პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და ბანკების ასოციაცია მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ განათავსონ საკუთარი ინტერნეტ ბანკის მონაცემები ონლაინ სესხების ვებგვერდებზე.
უწყება თვლის, რომ ამით მომხმარებელს, შესაძლოა, სხვადასხვა სახის ფინანსური ზიანი მიადგეს, რადგან ის საკუთარი ნებით პირად ინფორმაციას მესამე პირს გადასცემს.
ამ მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ონლაინ სესხების კომპანიების შემოწმებას იწყებს.