ინგა გრიგოლიას დღის ამბების დასრულების შემდეგ, გადაცემის სტუმრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დებატების დასრულების შემდეგ გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა ზვიად კუპრავამ, მეორე სტუმარს "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველო"-ს ლიდერს დავით ფაცაციას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირება სტუდიის გარეთ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
ინციდენტის შემდეგ ჩხუბის ერთ-ერთმა მონაწილემ დავით ფაცაციამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
"თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველო"-ს ლიდერი სამართალდამცავებს მომხდარის შესახებ ინფორმაციას აწვდის.