საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა.
ხვალ, 13 ივლისს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3413 ლარი იქნება, 12 ივლისს ოფიციალური კურსი 2.3393 ლარი იყო.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. 13 ივლისს ერთი ევროს შეძენა 2.6000 ლარად იქნება შესაძლებელი.