კამპანია „გაიცანი საქართველო"-ს ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმისეროვნულმა ადმინისტრაციამ რიგით მე-14 პრესტური გამართა. სხვადასხვა მედიასაშუალებების 20-ზე მეტწარმომადგენელს მთიან აჭარაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა უმასპინძლა. სამდღიანი პრესტურისფარგლებში ჟურნალისტებმა ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი მოინახულეს. ქედის მუნიციპალიტეტშიმახუნცეთის ჩანჩქერი და თაღოვანის ხიდი მოინახულეს. სოფელ ვაიოში გორგილაძეების ოჯახს ესტუმრნენ, სადაცადგილობრივ სამზარეულოს გაეცნენ.
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია „გაიცანი საქართველო" 2015წელს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმისპოპულარიზაცია.