საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბაბუა გახდა. მის ქალიშვილ ანა მარგველაშვილს შვილი შეეძინა, რის შესახებაც პრეზიდენტი „ფეისბუქში“ წერს.
„ერთი საათის წინ შემეძინა შვილიშვილი! უზომოდ ბედნიერი ვარ!
ჩემს პატარა გოგონას ვუსურვებ ჯანმრთელობას და ერთიან საქართველოში ცხოვრებას!“, - წერს პრეზიდენტი.