გასულ კვირას ინტერნეტ სივრცეში ახალი მუსიკალური კლიპი გამოჩნდა, რომელმაც სულ რაღაც სამ დღეში ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
ვიდეო რგოლი „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ შექმნა და ის მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეძღვნება.
კლიპში პაციენტებთან და ექიმებთან ერთად საზოგადოების ბევრი ცნობილი სახე იღებს მონაწილეობას, სიმღერას მომღერალი თემო საჯაია ასრულებს, რომელმაც ამ პროექტისთვის თმა გადაიპარსა.
მუსიკის ავტორი კომპოზიტორი ქეთი გაბისიანია და ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.
ერთად - ასე ქვია სიმღერას, რომელიც საკმაოდ პოზიტიურ და კრეატიულ ჭრილშია გადაწყვეტილი და ცდილობს ლეიკემიის გარშემო არსებული სტიგმა დაამარცხოს.
მუსიკალური რგოლი ოპტიმისტური სლოგანით მთავრდება- ჩვენ გავიმარჯვებთ, ლეიკემია მარცხდება!!!!
ვიდეო რგოლში გადაღებულები არიან ის პაციენტები რომლებიც ამჟამად მკურნალობის კურს გადიან და ისინიც ვინც ლეიკემიისგან სრულად გამოჯანმრთელდნენ.
ლეიკემია შემთხვევათა 70 პროცენტში სრულად განკურნებადი დაავადება ამ დაავადებასთან ბრძოლაში საზოგადოების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.