დაკავებით დასრულდა აქცია გოგოლის ქუჩაზე, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები პროსტიტუციის კერების არსებობას აპროტესტებდნენ. რკინიგზის მიმდიბარე ტერიტორიაზე, არსებულ დაწესებულბებში, გახშირებული პროსტიტუციის ფაქტებთან დაკავშირებით აქციაზე მესამე სექტორის წარომადგენლები პროტესტის ნიშნად, გზის გადაკეტვას გეგმავდნენ.
მათ ასევე, ამ დაწესებულებებზე პროტესტის გამომხატველი წარწერები გააკეთეს, რის გამოც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა,
საპროტესტო აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხის ხმის“ ხელმძღვანელი ნიკა მემანიშვილი დააკავეს. ის ერთ-ერთი სასტუმროს წინ საღებავით ცდილობდა წარწერის გაკეთებას, რა დროსაც პატრულმა დააკავა. როგორც პატრულმა მემანიშვილს დაკავებამდე განუმარტა, იგი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით, რაც იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.