”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის გამო აღშფოთებას გამოხატავს და შსს-ს მოუწოდებს მდგომარეობის გამოსასწორებლად ღონისძიებებს მიმართოს. გოგოლის ქუჩაზე გამართულ აქციაზე მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ,,ტერიტორია პროსტიტუციამ და ალკოჰოლიზმმა წაიღო“.
„ეს პრობლემა უკვე წლებია დგას. არც ერთმა ხელისუფლებამ ეს პრობლემა არ გადაჭრა. მივმართავ შს მინისტრს, ბატონ მღებრიშვილს, მოაგვაროს ეს საკითხი. შეუძლებელია თბილისის ცენტრში მიდიოდეს აღვირახსნილი ქმედებები და ამავდროულად ცხოვრობდნენ მოქალაქეები“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, აქ თავს იყრიან ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები და ასევე არის არალეგალური პუნქტები, სადაც ალკოჰოლი იყიდება არალეგალურად.
გოგოლის ქუჩაზე დღეს არსებული პროსტიტუციის პრობლემა გააპროტესტეს.