ამ წუთებში, გუკა რჩეულიშვილის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს, -ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2“- ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ინფორმაციას გუკა რჩეულიშვილის დედა - მაია რჩეულიშვილი ადასტურებს.
მისი ინფორმაციით, უკვე დაკავებულია „ცენტრ-პოინტის“ ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი.
სავარაუდოდ, გუკა რჩეულიშვილის დაკავება მისი „ცენტრ-პოინტის“ დირექტორობის პერიოდს უკავშირდება.
ცენტრ-პოინტის ორი თანამშრომლის სალომე ჩარკვიანისა და ირაკლი მინდელის დაკავების ფაქტს მთავარი პროკურატურა ადასტურებს.
უწყებაში აცხადებ, რომ საქმის შესახებ ინფორმაციას ხვალ გაავრცელებენ.