საქართველოში კვლავ არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ . გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, არამდგრადი ამინდები 2 დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
კერძოდ, 10-11 ივლისს საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.