”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატებად დავით კირკიტაძე და მამუკა ჩიქოვანი წარადგინა.
რუსთავში იმყოფებოდნენ ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები.
მამუკა ჩიქოვნმა მთავარ პრობლემად დასაქმება დაასახელა და აღნიშნა, რომ პარტიას აქვს კონკრეტული პროგრამები, თუ როგორ უნდა მოაგვაროს ეს.
დავით კირკიტაძემ კი, დასაქმებასთან ერთად, ბინების პრობლემა დაასახელა და განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, რუსთავში სოციალური სახლები აშენდება.