ნატო-ს საბოლოო კომუნიკეში კიდევ ერთხელ აისახება ის საკითხები, რომლებზეც საუბარია ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივ განცხადებაში. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს ვარშავაში განუცხადა.
მინისტრის განცხადებით, კომუნიკეში ასახული იქნება ის კონტრიბუცია, რომელსაც საქართველო ახორციელებს საერთაშორისო მისიებში, ასევე ყველა პროგრესი, რომელიც აქვს საქართველოს დემოკრატიული და ინსტიტუციოური განვითარების კუთხით.
„ჩვენ ველოდებით, რომ დაფიქსირდება უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში წევრობასთან დაკაშირებით“,-აღნიშნა ჯანელიძემ.