ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან სტეფან დიონთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა კანადურ მხარეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს აქტიურიმხარდაჭერისათვის, მათ შორის ხაზი გაუსვა კანადის წვლილს არსებითი პაკეტის ახალი ელემენტების იმპლემენტაციის პროცესში.
მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, აღინიშნა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებითთანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი, ამ კუთხით მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საინვესტიციო შეთანხმების დროულადგაფორმების მნიშვნელობას, ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებისშესაძლებლობა.
კანადამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა. სხვასაკითხებთან ერთად მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას.