საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მზად არის, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ ვარშავაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, ქართული მედიის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა.
“ჩემი აზრით, საქართველო მზად არის ნატო-ში გაწევრიანებისთვის. საჭიროა გადაწყვეტილება და ნება ნატო-ს მხრიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით ვეტო არ არსებობს, ჩვენ ამ პროცესს არ ვბლოკავთ. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ სხვა მოკავშირეები, ითანამშრომლონ ჩვენთან და მიანიჭონ საქართველოს ნატო-ს წევრობა”, - განაცხადა პოლონეთის მთავარმა დიპლომატმა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ.