9 ივლისს, 14:00 სთ-ზე, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ბაზაზე სოციალური საწარმო - სამკერვალო „მებიუსი“ გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება საწარმოში დასაქმებული ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებისა და მოხალისეების მიერ შექმნილი პროდუქცია - ტექსტილი და ჩანთები.
„მებიუსის“ გახსნის ცერემონიალზე მოწვეულნი არიან საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე.
მისამართი: თბილისი, კონსტიტუციის ქუჩა № 2 ( ნინოშვილისა და წინამღვრიშვილის ქუჩების პერპენდიკულარულად. შესასვლელი - ყოფილი მე-2 საავადმყოფოს ეზოდან).