,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მონაწილეობას იღებს ნატოს მიერ დაგეგმილ კონფერენციაში, რომლის მონაწილეები ასევე იქნებიან: ელჩი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დუგლას ლუტი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ,ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი ანნე-გრეტე სტრომ ერიქსენი, ესტონეთის პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი.
,,თავისუფალი დემოკრატების" ინფორმაციით, კონფერენცია სახელწოდებით ,,უსაფრთხოება თავდაცვის მიღმა" მიზანია დისკურსის გაფართოება ნატოსა და ალიანსის არაწევრი თანამეგობრობისათვის,რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა: მიგრაცია, ექსტრემიზმი, კორუფცია, პროპაგანდა, ფინანსები, უსაფრთხოება, მედია და ასევეურთიერთქმედება ჩამოთვლილ საკითხებს შორის. კონფერენციის მიზანია ასევე ხელი შეუწყოს თაობებს შორის დიალოგის განვითარებას, რომელიცაკავშირებს ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის დღევანდელ ლიდერებს მომავალ ლიდერებთან.