ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დოლანდ ტუსკის განცხადებით, დღეს ევროკავშირი და ნატო ერთი და იგივე საფრთხის წინაშე დგანან. თუმცა, მისივე თქმით, ,,ზოგჯერ გვეჩვენება, თითქოს ევროკავშირი და ნატო სხვადასხვა პლანეტაზე არიან და შტაბ-ბინები ერთ ქალაქში სულაც არ აქვთ“.
„ამ ახალ რეალობაში ჩვენი მოქალაქეები ითხოვენ უფრო მეტ უსაფრთხოებას. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი ცხოვრობენ ნატო-ს, ევროკავშირის, თუ ორივე ორგანზიაციის წევრ ქვეყანაში. ჩვენი, როგორ ლიდერების დემოკრატიული პასუხისმგებლობაა, ვუზრუნველყოთ უსაფრთხოება, რათა დარწმუნდნენ, რომ ევროპას შეუძლია და უნდა გააკეთის მეტი თავდაცვსიუნარიანობის გასაძლიერებლად. ჩვენი ევროპული ინიციატივები არ უნდა წარმოადგენდეს ნატო-სთან თანამშრომლობის ალტერნატივას. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი, როგორც ნატო-ს მეგობრის ღირებულება. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ დღეს ერვოკავშირსა და ჩრდილატლანტიკურ ალიანსს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისკენ. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი შიდა და საგარეო უსაფრთხოება მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, ზოგჯერ გვეჩვენება, თითქოს ევროკავშირი და ნატო სხვადასხვა პლანეტაზე არიან და შტაბ-ბინები ერთ ქალაქში სულაც არ აქვთ“,-აღნიშნა დონალდ ტუსკმა.
მისივე თქმით, ნატოსა და ევროკავშირს აქვთ საკუთარი წესები და პროცედურები, სხვა მხრივ, ისინი ორმხრივად ძლიერდებიან და უფრო მჭიდროდ უკავშირდებიან ერთმანეთს. დუნალდ ტუსკის თქმით, ერთობლივი საფრთხეების გარდა, ნატო-სა დ აევროკავშირის ერთნაირი ღირბულებები აკავშირებთ, ამიტომ ამ ორი ორგანზიაციის თანაშრომლობა არის სტრატეგიული.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკალარაციას მოაწერეს ხელი.