თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ახალი უფროსი ჰყავს. თანამდებობაზე საკრებულოს დეპუტატებმა დღეს 34 მომხრე 2 წინააღმდეგი- მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსად გაიოზ თალაკვაძე დაამტკიცეს.
სხდომაზე საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები დაინტერესდნენ, რატომ გახდა საჭირო მისი წინამორბედის ლევან თევზაიას შეცვლა.
როგორც თბილისის მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, თევზაიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და კერძო სექტორში გადავიდა სამუშაოდ.