მარტვილში, სოფელ გოჭკადილში, მდინარე აბაშისწყალში დაკარგული მოზარდის ცხედარი წყალმა გამორიყა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც 16 წლის მალხაზ ბერიშვილი მდინარეში ხიდიდან საბანაოდ გადახტა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.
სამაშველო ოპერაციისას კი საქართველოს წყალქვეშ ყვინთვის ნაციონალური ფედერაციის უფროსი ელგუჯა ჯამრიშვილი დაიღუპა. ამჟამად მაშველები მას ეძებენ.