იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანi ლევან მურუსიძე მიიჩნევს, რომ არსებობს ჯგუფი, რომელიც ცდილობს, ,,სასამართლო ხელისუფლების სადავეები ხელში მოიგდოს“,
მურუსიძემ ასევე განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღა უშედეგო იქნება, ვიდრე აღნიშნული ჯგუფი იარსებებს.
„მართლმსაჯულების მესამე ტალღა პრობლემა არ არის, პირდაპირ გეტყვით, მე მივესალმები, რომ რაც შეიძლება მეტი რეფორმა გატარდეს სასამართლო ხელისუფლების განვითარების კუთხით, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არ იქნება გაჩერება. რამდენი კანონიც არ უნდა იქნას მიღებული, სანამ რაღაც გარკვეული ჯგუფი ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლების სადავეებს ხელში არ მოიგდებს, მანამდე იქნება ეს კრიტიკა“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ არიან დაინტერესებული ჯგუფები, მურუსიძე აცხადებს, რომ ამის შესახებ „იტყვის, როცა დრო დადგება“.