კრწანისის გამგეობის თანადაფინანსებით, ძველ თბილისში კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, ხარფუხში, ბექა ოპიზარის ქ. N5-ში მდებარე სახლის ავარიული მზიდი კედლები, წლების განმავლობაში, საფრთხეს წარმოადგენდა როგორც ამ სახლის, ასევე მომიჯნავე ეზოების მაცხოვრებლებისთვის.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სახლის საძირკვლისა და მზიდი კედლების გამაგრებითი სამუშაოები, ასევე, შეიცვლება ასბესტის სახურავი.
სამუშაოების მიმდინარეობას დღეს კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი გაეცნო.
ავარიული სახლის გამაგრება ერთ თვეში დასრულდება.