სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და კომპანია Prime Sports Management-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და Prime Sports Management-ის პრეზიდენტმა ზურაბ ბოქოლიშვილმა მოაწერეს. კომპანია PSM-ის და მისი შვილობილი ორგანიზაციების: Fight Nights Georgia-სა და Travel and Events Georgia-ს ორგანიზებით საქართველოში დაგეგმილია შემდეგი სპორტული ღონისძიებები:
- 27 აგვისტო - Fight Nights Global 52 (შერეული ორთაბრძოლები);
- 5-8 სექტემბერი - მსოფლიო თასი ძალოსნურ სამჭიდში;
- 17-18 სექტემბერი - MMA ევროპის ჩემპიონატი (შერეული ორთაბრძოლები);
- 27-29 ოქტომბერი - Marspo ბათუმი (სპორტული მარკეტინგის საერთაშორისო კონფერენცია);
- 21 ნოემბერი - საქართველო-მსოფლიო ნაკრები (შერეული ორთაბრძოლები);
- 5-7 დეკემბერი - Fight Nights Global (შერეული ორთაბრძოლები);
- 2017 წლის თებერვალი - აბრეშუმის გზის თასი კიკბოქსინგში;
ყველა აღნიშნული ტურნირი ტრადიციულ სახეს მიიღებს. სპორტული ღონისძიებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და გაზრდის საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობას. დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა ქვეყნიდან წელს 4000-4500 სტუმარი ეწვევა.
წარმოგიდგენთ 5 პროექტს:
- FIGHT NIGHTS-ისტურნირი 27 აგვისტოს, 8000 ადამიანზე გათვლილ ახალ საკონცერტო კომპლექს Black Sea Arena-ზე.
- MARSPO-სსპორტული მარკეტინგის კონფერენცია ბათუმში - 27-29 ოქტომბერი.
- მსოფლიოთასი ძალოსნურ სამჭიდში 5-8 სექტემბერი, თბილისი ფრენბურთის დარბაზი.
- Silk Road Cup- კიგბოქსინგისა და ტაილანდური ბოქსის ჩემპიონატი 207 წლის თებერვალში, თბილისი სპორტის სასახლე.მონაწილეობს 40 ქვეყანა, სპორტსმენების რაოდენობა 700-800 ადამიანი.
- ევროპისჩემპიონატი MMA-ში მოყვარულთა შორის. ახალი სპორტის სასახლე 17-18 სექტემბერი. მონაწილეების რაოდენობა: 150ადამიანი.