მყვინთავი, რომელიც მარტვილში, სოფელ გოჭკადილში, მდინარე აბაშისწყალში დაკარგული მოზარდის ძებნისას დაიხრჩო, საქართველოს წყალქვეშ ყვინთვის ნაციონალური ფედერაციის უფროსი ელგუჯა ჯამრიშვილია.
17 წლის მალხაზ ბერიშვილი მდინარეში ხიდიდან საბანაოდ გუშინ საღამოს გადახტა. ამ დროისათვის მაშველები უკვე ორ დაკარგულს ეძებს.