ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. 30 ივნისს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3423 ლარი იქნება.
29 ივნისს ოფიციალური კურსი 2.3709 ლარი იყო.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. 30 ივნისს ერთი ევროს შეძენა 2.5976 ლარად იქნება შესაძლებელი.