შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჟენმა განაცხადა, რომ შოტლანდიის პარლამენტს შეუძლია ვეტო დაადოს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას.
,,ბიბისისთან“ ინტერვიუში მან თქვა, რომ შოტლანდიის პარლამენტმა ოფიციალური თანხმობა უნდა განაცხადოს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლაზე. სტერჟენის თქმით, ის მოუწოდებს შოტლანდიელ პარლამენტარებს აღნიშნული საკითხის წინააღმდეგ მისცენ ხმა.
ამასთანავე პეტიციამ ევროკავშირის წევრობაზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, ბრიტანეთში უკვე 3 მილიონზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა.