შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჯენმა განაცხადა, რომ ბრიუსელთან ევროკავშირში წევრობის შესახებ მოლაპარაკებების გამართვა სურს.
მისი თქმით, ეს ინიციატივა ჩამოყალიბდება ექსპერტთა საბჭოზე, რომელიც მას იურიდიულ, ფინანსურ და დიპლომატიურ საკითხებში კონსულტაციას გაუწევს, სანამ თავად სტერჯენი ევროკავშირში შოტლანდიის წევრობის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს.
სტერჯენის თქმით, მისი კაბინეტი მზად არის, დაიწყოს მუშაობა კანონმდებლობაზე, რომელიც შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ მეორე რეფერენდუმის გამართვის შესაძლებლობას მისცემს.
23 ივნისს ჩატარებულ რეფერენდუმზე შოტლანდიის მოსახლეობის უმეტესობამ ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი. შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ კი რეფერენდუმი 2014 წელს გაიმართა და რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობამ დიდი ბრიტანეთის შემადგელობაში ყოფნას დაუჭირა მხარი.