საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ ერომ რეფერენდუმის შედეგებს „გაერთიანებული სამეფოსთვის სამწუხარო ამბავი“ უწოდა
,,ევროპა წინსვლას გააგრძელებს, მაგრამ რეაგირება უნდა მოახდინოს და ხალხის ნდობა დაიბრუნოს. ეს აუცილებელია“, - განაცხადა ფრანგმა მინისტრმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კი რეფერენდუმის შედეგებით იმედგაცრუებულია. „ამბები, რომელსაც დიდი ბრიტანეთიდან ვიგებთ, ნამდვილად იმედგამაცრუებელია. ეს მწუხარე დღეა დიდი ბრიტანეთისთვის და ევროპისთვის“, - აცხადებს შტაინმაიერი.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა კი განაცხადა, რომ ბრიუსელი დიდი ბრიტანეთის გასვლისთვის მზად არის. მისი თქმით, შესაბამისი მოლაპარაკებები ლონდონთან სწრაფად უნდა დაიწყოს.
ფილანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ სტუბბი ,,ტვიტერზე წერს -
,,გთხოვთ, მითხარით, რომ მე მძინავს და ეს მხოლოდ ცუდი სიზმარია!“