საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ლისის ტბის ფერდობზე 320 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაასრულა. მშენებლობა 2014 წლის გაზაფხულზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო. მისმა ღირებულებამ 5.250.777 ლარი შეადგინა.
24 ივნისს, 12:00 საათზე, სამუშაოების დასრულების შესახებ საზოგადოებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტის პირველი მოადგილე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მიაწვდიან ინფორმაციას.
პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი წარჩინებული სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება.