იტალიის გამო კიდევ ერთხელ გადაიდო რუსეთისათვის სანქციების გაგრძელების საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ კვირის დასაწყისში ევროკავშირის დიპლომატები შეთანხმდნენ რუსეთის პოლიტიკური, ბიზნეს და ენერგეტიკული სფეროს წარმომადგენლებისათვის 2014 წელს დაწესებული სანქციების კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივებას.
,,რადიო თავისუფლება” ევროკავშირის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რომის პირობაა, 28-29 ივნისის სამიტზე, სანქციების თაობაზე შეთანხმებას დაემატოს ვალდებულება - ბრიუსელმა 2016 წლის ბოლოს განიხილოს რუსეთის პოლიტიკას.
21 ივნისს ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კიდევ ექვსი თვით გაგრძელებას. ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმნენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთიც, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ლონდონი და პარიზი თავიანთ პარლამენტებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.