დიდი ბრიტანეთი დღეს, რეფერენდუმის გზით გადაწყვეტს ევროკავშირში დარჩენის საკითხვს. ხმის მიცემის პროცესი უკვე დაიწყო.
რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება 46,499,537 მოქალაქეს აქვს, რაც ბრიტანეთში ჩატარებულ გამოკითხვებს შორის რეკორდული მაჩვენებელია.
ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 22.00 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც ხმები დასათვლელად ინგლისის, უელსის, შოტლანდიის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და გიბრალტარის მასშტაბით 382 უბანზე განაწილდება.
,,ბიბისის“ ცნობით, ეგზიტპოლები ამ რეფერენდუმზე არ იქნება. საბოლოო შედეგები 24 ივნისს 07:00 ზე უნდა გახდეს ცნობილი.