ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, 23 ივნისს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.2240 ლარი იქნება.
22 ივნისს ოფიციალური კურსი 2.2128 ლარი იყო.
ეროვნული ვალუტა ასევე გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. 23 ივნისს ერთი ევროს შეძენა 2.5111 ლარად იქნება შესაძლებელი.