როცა ბიძინა ივანიშვილი ეკონომიკურ ფორუმზე ბიზნესის თავისუფლებით თავს იწონებდა და ტრადიციულად მაამებლურად განწყობილი მეწარმეები კვერს უკრავდნენ, მთავრობამ ბიზნესი დაატერორა, - აცხადებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე.
გოცრიძის ინფორმაციით, ხელისუფლებამ ექვსი გაზგასამართი სადგური დახურა.
”ექვსი გაზგასამართი სადგური დახურა და ამ ფირმას, რომელსაც სენაკში გაზის ქსელიც აქვს, განადგურებით ემუქრებიან”, - აცხადებს როპმან გოცირიძე.
მისივე თქმით, საუბარია კომპანიაზე (გასკო პლუს.რედ), რომელიც ”გაზპრომთან” ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე იქნა რამდენიმე დღის წინ გაკრიტიკებული.
”ეს ის ფირმაა, რომელიც გავაკრიტიკეთ გაზპრომთან ხელშეკრულების გაფორმების გამო. მთავრობა ასეთი უკანონო ქმედებით და მესაკუთრეთა დაპატიმრების მუქარით აიძულებს გაზპრომთან ხელშეკრულების გაუქმებას, რადგან არ აწყობთ წინასაარჩევნოთ გაზპრომთან საკუთარი ცოდვების გამჟღავნება”, - აცხდადებს გიცირიძую
საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, როცა ჭირდებოდათ, ”ამ კომპანიას ყველანაირად უწყობდნენ ხელს გაზპრომთან სათანამშრომლოდ, ახლა უდროო დროს გამოუვიდათ და ატერორებენ. ვინ წარმოიდგენდა, რომ გაზპრომთან მოთანამშრომლე ფირმა ჩვენი დასაცავი გახდებოდა”.
მისივე თქმით, ბიზნესასოციაცია ივანიშვილის ფორუმის გალამაზებით კი არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ მეწარმეთა ინტერესების დაცვით.
”ვნახოთ, თუ დაინტერესდება ამ საქმით. ბიზნესომბუდსმენზე არაფერს ვამბობ”, - აცხადებს გოცირიძე.
”ჯი-ეიჩ-ენი” შეეცადა დამატებითი ინფორმაციის მპოვებას კომპანია ”გასკო პლუსისგან”, თუმცა წარმომადგენლებთან კომუნიკაცია ვერ ხერხდება.