საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი იტალიური კონცორციუმის - „აპალტიტალიას“ წარმომადგენლებს შეხვდა.
აღნიშნული კონსორციუმი ნარჩენების გადამუშავების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იტალიურ კომპანიებს აერთიანებს.
შევედრაზე კომპანიის დირექტორმა კონსორციუმის წარმომადგენლებს კომპანიის საქმიანობა გააცნო. მხარეებმა სამომავლო გეგმებსა და შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.