საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე ევროსაბჭოს განვითარების ბანკის (CEB) წარმომადგენელს საქართველოში ჟასმინა გლისოვიჩს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებსა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. კომპანიის დირექტორმა ევროსაბჭოს განვითარების ბანკის წარმომადგენელს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ევროსაბჭოს განვითარების ბანკთან წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების დასაფინანსებლად აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.