მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს მასშტაბით ტრენინგებს აგრძელებს."ღვინო როგორცტურისტული პროდუქტი." ასე ჰქვია სასწავლო კურსს, რომელიც ქვეყნის 10 ქალაქში, 93 ღვინის მარნისა დასაწარმოს მომსახურე პერსონალს უტარდება. ტრენინგი პროექტ „ღვინის გზის" ფარგლებში საქართველოსმასშტაბით იდენტიფიცირებული ღვინის ტურიზმის ობიექტების წარმომადგენლებისათვის იმართება. ტრენინგისთემებია:
ღვინის კულტურა და ისტორია, ღვინის დეგუსტაციის ხელოვნება,ქართული ღვინის ჯიშები რეგიონების მიხედვით და სომელიეს ხელოვნება. სასწავლო კურსი ღვინის ტურიზმისობიექტებისათვის ტრენინგების მხოლოდ პირველ ეტაპს წარმოადგენს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაუახლოეს მომავალში ტრენინგებს კურსებს შემდეგ თემატიკაზე გამართავს: მომსახურების უნარ-ჩვევები,ფინანსური ანგარიშგება და უცხო ენა.
მიმდინარე კურსები შემდეგ ქალაქებში ტარდება: თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ყვარელი, ახმეტა, გორი,ამბროლაური, მცხეთა, ბათუმი და ქუთაისი.