საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის მაისში, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 4.9 პროცენტით (4.8 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა და 92.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 203.1 მლნ ლარი შეადგინა.
„უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.4 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 89.9 პროცენტი მოდიოდა“, - -იტყობინება ეროვნული ბანკი.