ბათუმში, ძველ ბულვარში, ახალი ე.წ ბოძკინტების დამონტაჟება დაიწყო. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თუჯის სხმულისგან დამზადებული კლასიკურის სტილის ბარიერები, რომელსაც დაძველების ეფექტი ექნება ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ ბულვარის ყველა შესასვლელში მოეწყობა.
30 ერთეული ბოძკინტის შესყიდვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელდა, რისთვისაც ბულვარის ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან 18 990 ლარი დაიხარჯა.
სამუშაოები შპს. „იმპექსმა“ აწარმოა.