პოლონეთში, ცივი ომის შემდგომ, ნატოს ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო. ალიანსის 24 წევრი ქვეყნის 31 ათას სამხედრო მოსამსახურე შეეცდება წარმოაჩინოს აღმოსავლეთ ევროპის საზღვრების დაცვის უნარი და შესაძლებლობა. Daily Mail-ის ინფორმაციით, ნატო ცდილობს დაანახოს ვლადიმერ პუტინს ვინ არის ევროპაში მთავარი მოთამაშე.
”ნატოს სურს დაანახოსს ვლადიმერ პუტინს საკუთარი შესაძლებლობები მისი აგრესიის საპასუხოდ. ორკვირიან მანევრებში, რომლის კოდური სახელწოდებაა ”ანაკონდა” დიდი ბრიტანეთის 1000, აშშ-ის 14 ათასი, პოლონეთის 12 ათასი და სხვა ქვეყნების 4 ათასამდე სამხედრო მოსასმსახურე მონაწილეობს. სწავლებაში ჩართულია 3 ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა, 105 თვითმფრინავი და 12 სამხედრო ხომალდი”, - წერს Daily Mail.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ანტონ მაჩერევიჩის განცხადებით, მანევრების მიზანია ”ალიანსის შესაძლებლობების შემოწმება აღმოსავლეთ საზღვრების დასაცავად”, განსაკუთრებით ”ჰიბრიდული საფრთხეების” პირობებში.
აშშ-ის სახმელეთო ჯარების შტაბის მეთაურის გენერალ მარკ მილის განცხადებით, აშშ სწავლებაში მონაწილეობით ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ”პოლონელი ხალხის მხარდამხარ დგას”.