ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა.
9 ივნისს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.1282 ლარი გახდება.
8 ივნისს ოფიციალუირ კურსი 2.1323 ლარი იყო.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა.
ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.4196 ლარად იქნება შესაძლებელი.
8 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა შეისყიდა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.1287 შეადგინა.