"პატრიოტთა ალიანსი" ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან ერთიანდება და საარჩევნოდ 6 პარტიისგან შემდგარ ბლოკს წარადგენს.
ბლოკში შემდეგი პარტიები არიან გაერთიანებული - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", კახა კუკავას პარტია "თავისუფალი საქართველო" , კონსტანტინე გამსახურდიას პარტია "თავისუფლება", აკაკი ასათიანის -"საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი", გოჩა ჯოჯუას "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" და გია ბერძენიძე - "ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა".
საარჩევნო ბლოკის სახელწოდება იქნება "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია".
"პატრიოტთა ალიანსიში” აცხადებენ, რომ სხვა პარტიებთან კონსულტაციისთვის მზად არიან, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან ასოცირებული პარტიებისა.