ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმის ნავსადგურისა და ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელებს - ჟანათ კუსაინოვსა და ბახიჯან ნამაევს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო ბათუმის ნავსადგურის სამომავლო განვითარების მიმართულებებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ღონისძიებებზე, რომელსაც პორტის ადმინისტრაცია ახალი ტვირთების მოზიდვის კუთხით ატარებს.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს იმ საინვესტიციო გეგმებზე, რომელთა განხორციელებაც პორტის რეკონსტრუქციის მიზნითაა დაგეგმილი.