საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრობს. განცხადება ივანიშვილმა, ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, ვითარება რთულია, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც ოთხი წლის განმავლობაში შეიძლებოდა. ექსპრემიერი ამბობს, რომ საქართველოს მყარი ეკონომიკის შესაქმნელად ათი თხუთმეტი წელიწადი სჭირდება.
“შევჩერდები ეკონომიკაზე, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის და ყველაზე დიდი გამოწვევაც ეს გახლავთ სწორედ. რამეთუ დემოკრატიული ღირებულებები , რომელიც შეიძლება შევადაროთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებსაც კი ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაში. დაახლოებით ექვსჯერ და უფრო მეტადაც ჩამორჩება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. შესაბამისად პრობლემა და ცდუნება დიდი , რომ ხელისუფლებას ეს მივაბრალოთ, რომ მან ვერ შეძლო სამ ოთხ წელიწადში და პრინციპულად ვერ მოახერხა ეს პრობლემა, რაც თეორიულად შეუძლებელია. ჩემი აზრით ის რისი გაკეთებაც შეიძლებოდა სამ ოთხ წელიწადში მაქსიმუმი გაკეთდა და დანარჩენს მე კარგად აღვწერ ჩემს წერილში , რომ ჭირდება დაახლოებით ათი თხუთმეტი წელიწადი და თუ ჩვენ მოვახერხებთ ვიქნებით სტაბილურები და ყველა იმ ღირებულებებს დავიცავთ და სწორი მიმართულებით წავალთ , შეგვიძლია რეალურად უმოკლეს დროში მოვახერხოთ და ჩავდგეთ განვითარებული ქვეყნების რიგში,“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.