საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ბელარუსის რესპუბლიკაში, ქ. მინსკში 26-ე საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის „ბელაგრო-2016“ გახსნის ცერემონიას დაესწრება.
უწყების ინფორმაციით, ოთარ დანელია ქ.მინსკში ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის, ლეონიდ ზაიაცის მიწვევით იმყოფება.
ქართული დელეგაციის წევრები გამოფენაზე „ბელაგრო-2016“ წარმოდგენილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის და სასურსათო პროდუქციის მწარმოებელი, ასევე მეცხოველეობის დარგში მომუშავე კომპანიების სტენდებს დაათვალიერებენ. საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას 20 -ზე მეტი ქვეყნის აგრარული მიმართულების კომპანია იღებს.